logo_geo
eng_logo
იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანია დაღუპული
- +

24 აგვისტო. 2016. 17:35



იტალიური საინფორმაციო სააგენტოს Ansa-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანია დაღუპული.



მანამდე, იტალიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150-მდე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.


ამჯამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროები.



6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.



ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner