logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან კომუნიკაციაში არასდროს შესულან და არც ჩანაწერი გაუკეთებიათ
- +

13 ოქტომბერი. 2022. 02:40

 

 

ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან კომუნიკაციაში არასდროს შესულან და არც ჩანაწერი გაუკეთებიათ. მათ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს კი არა, ის დიაგნოზია, - ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ დაწესებულებაშია, მედიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის დადგეს ფეხზე.

 

„ჩვენი უპირველესი ვალია, რომ ვიდგეთ მისი [მიხეილ სააკაშვილი] და ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. სანამ ეს პაციენტი არის ჩვენს დაწესებულებაში, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ის დადგეს ფეხზე. „თქვენ არასწორი დიაგნოზი გაქვთო“ - მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ. ვთქვათ ვერ მოხდა გადავადება, მიმძიმებთ პაციენტს თუ თვლით, რომ არასწორად ვმკურნალობ?! ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან არასდროს არანაირ კომუნიკაციაში არ შესულან. მათ ჩანაწერი არასდროს გაუკეთებიათ. არასდროს უთქვამთ, რომ ეს კი არა, ის დიაგნოზია. არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა ბატონმა კობმა გამოგვიგზავნა რაღაც დამატებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაცია, მაგასაც გავაკეთებთ, არ არის პრობლემა. რომ გამოდიან ადვოკატები და ამბობენ, რომ არასწორად არის დასმული დიაგნოზი. გვითხარით, სად არის არასწორი დიაგნოზი და თუ იცით, სად არის სწორი პასუხი, დროს წელავთ? პაციენტის ინტერესებში ეს არაფრით შედის“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner