logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: სააკაშვილის ადვოკატი საუბრობს აბსოლუტურად არასამედიცინო ტერმინოლოგიით, მათ აქვთ სრული ინფორმაცია დიაგნოზზე, გამოაქვეყნონ და საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაავადებების საქართველოში მკურნალობა
- +

13 ოქტომბერი. 2022. 02:45

 

 

სააკაშვილს აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი და მკურნალობას ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში, - ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„პაციენტის [მიხეილ სააკაშვილის] სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია ახლაც მოგვთხოვეს, ბოლო კვირის, მათ აქვთ სრული საშუალება იმის, რომ გამოაქვეყნონ ეს დიაგნოზები. კლინიკას უნდა ჰქონდეს პაციენტის წერილობით თანხმობა, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ამიტომ რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ასეა, ისეა, დიაგნოზი არ არის, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. მთელი დიაგნოსტიკური სპექტრი რაც ჩავატარეთ, ყველა მიმართულებით აქვთ მათ ხელთ. ადვოკატი, რომელიც გამოდის და საუბრობს აბსოლუტურად არასამედიცინო ტერმინოლოგიით, გაურკვეველ რაღაცებს, გამოაქვეყნონ და მერე უკვე დანარჩენმა საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოს პირობებში. ეს შემთხვევა არის სხვა მხრივ ძალიან დატვირთული. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გაიგოთ: ვთქვათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია რაღაცაზე, გყავთ არაჩვეულებრივი ექიმი, მკურნალობთ არაჩვეულებრივი წამლებით, მაგრამ ამ ალერგენს მუდმივად იყნოსავთ, ეხებით, მკურნალობა შედეგს ხომ ვერ გამოიღებს იმ ხარისხით, რაც საჭიროა? მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, მკურნალობას რომ ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში. გავიხსენოთ იულია ტიმოშენკო, რომელიც სავარძლით გამოვიდა ციხიდან, იყო ძალიან მძიმედ ციხეში და სადღაც 3-4 კვირაში მაღალ ქუსლებზე, ვარცხნილობით, ძალიან მალე წარდგა საზოგადოების წინაშე. [მიხეილ სააკაშვილს] აქვს კატეგორიული მიუღებლობა, ვერ შეეგუა იმ გარემოს“, - აღნიშნა ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner