„2003 წელი! „ვარდებამდე" რამდენიმე თვით ადრე! მთავრობის სხდომა. ლევან მამალაძე ამხელს მიშა სააკაშვილს! გირჩევთ, გაუძლოთ და ბოლომდე უყუროთ! საყურადღებო ვიდეოა არქივიდან!" - ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს კომენტარით:
„არ დამიწყოთ ახლა, „რა დროს მამალაძეა, ეგ მექრთამე" და ჟვანია-სააკაშვილის მიერ „რუსთავი 2"-ის მეშვეობით დანერგილი სხვა კლიშეებით წერა! თუ რამე საწინააღმდეგო არგუმენტი გაქვთ, არგუმენტი დაწერეთ და არა პიროვნებების უარგუმენტო ლანძღვა!
მე ჩამოვთვლი ბრალდებებს, რაც ამ ვიდეოშია და თქვენ თქვით, რომელი არ გამართლდა და რომელია დაუჯერებელი ჟვანია-სააკაშვილისგან?
1. ნავთობსადენის წინააღმდეგ მოქმედება დაძაბულობის შექმნის მიზნით და შემდეგ ამ ნავთობსადენის მშენებლობის საკუთარ თავზე მიწერა!
2. 400 მილიონის მოპარვა ბიუჯეტიდან და ამ თანხის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის!
3. ერთი შენობის სამჯერ საზეიმოდ გახსნა!
4. უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნა და მერე მათი გამოყენება ზონდერებად!
5. რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედება იმ მიზნით, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში!
6. მედიის დაჩმორება, დამონება, მოსყიდვა!
7. კერძო ბიზნესიდან თანხების უკანონო ამოღება, მითვისება და მისი გამოყენება ხელისუფლებაში მოსასვლელად!
8. ენერგოსაბოტაჟი, ანუ დენის სპეციალურად გამორთვა, რომ თითქოს ქვეყანაში დენი არ არის და ამით ხალხის აბუნტება!
აბა!
როგორ ფიქრობთ, რომელი ბრალდება არ მიესადაგება ჟვანია-სააკაშვილის მოქმედების სტილს?
გთხოვთ, არ დაიწყოთ ახლა, რომ ჟვანია ანგელოზი იყო და ამას არ იკადრებდა!
ის უბედური საკუთარ ინტრიგებს და დემაგოგიას შეეწირა...
ჰო, მართლა, „გამარჯვებულო ხალხო"! „თქვენს" ტელევიზიას ეს გამოსვლა ეთერში არ გადაუცია!" - წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.