logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში
- +

13 ოქტომბერი. 2022. 09:43

 

 

„დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

 

„დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

 

1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

 

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

 

მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner