logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
- +

13 ოქტომბერი. 2022. 10:46

 

 

სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის  ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

 

მიმდინარე პროცესს  საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე  გაეცნო.

 

გასულ წელს, სოფელ დიღომში სამი ქუჩა - კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები მოასფალტდა. მაჭავარიანის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების კეთილმოწყობას  მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.

 

მაჭავარიანის ქუჩის პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან  261 514    ლარია გამოყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner