logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
- +

24 აგვისტო. 2016. 18:18



საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განვითარების გეგმები და რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები გიასტა ლიუგმანი, ფრანსუა ახში, ნია შარაშიძე და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.



დიმიტრი ქუმსიშვილმა მერსედეს ვერა მარტინს მიულოცა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის შესახებ და განიხილეს ის საკითხები, რომლებზეც ქართული მხარე  სავალუტო ფონდთან ერთად იმუშავებს. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახალ პროგრამაზე, სადაც აქცენტი იქნება, ერთდროულად, დაბალ საბიუჯეტო დეფიციტსა და ინფრასტრუქტურის დაჩქარებაზე.



„განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის, ფისკალური სექტორის მდგომარეობა, განვითარების გეგმები, ეკონომიკური რეფორმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს სტაბილური ეკონომიკური გარემო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ამ გარემოს კიდევ უფრო განვითარებისთვის", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner