„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულნი ვართ ყველა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდები გადაიყვანეს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად.
„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულნი ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“. ცხადია, ნორმები შემოწმებული იყო, პროექტი დიდი ხანია დასრულებული იყო.
უმძიმესი თემაა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და, რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აცხადებს თბილისის მერი.