უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 20 მებრძოლი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„ჩვენები ბრუნდებიან სახლში. ტყვეების მორიგი გაცვლა, სიხარულის მორიგი წამები და იმის გაცნობიერება, რომ დღეს ბევრი ოჯახისთვის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. ტყვეობიდან 20 ადამიანის გათავისუფლება შევძელით“, – ამბობს ერმაკი.
მისი ცნობით, გათავისუფლებულთაგან 14 ადამიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, ოთხი ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ერთი წევრი და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთი სამხედროა.
ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულები ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადიან. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სამხედრო ტყვე გადასცა უკრაინამ რუსულ მხარეს.