logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პოდოლიაკმა ან კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროოს, ან ბოდიში მოიხადოს
- +

13 ოქტომბერი. 2022. 18:51

 

 

„უკრაინის ხელისუფლება მეტად უცნაურ მდგომარეობაშია, მთავრობის ერთი შტო საქართველოს მადლობას უხდის, მეორე კი სანქციებით გვემუქრება, უკრაინის რადის პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრე კორნიენკო „უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის საქართველოსა და მისი პარლამენტის მადლობლები ვართ - საქართველო და უკრაინა მეგობარი ქვეყნები არიან“. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კი საპირისპიროს ამბობს და სანქციებით იმუქრება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან

 

„პოდოლიაკის განცხადებით, არსებობს ფაქტები, რომლითაც ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობა დასტურდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სერია უკვე ნანახი გვაქვს, უკრაინის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ პირველად თქვეს, რომ მათ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, რომელსაც პარტნიორ ქვეყნებს წარუდგენენ. ამის შემდეგ იყო აშშ-ის ოფიციალური განცხადება, რომ უკრაინულმა მხარემ მსგავსი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, შემდეგ ვინმე არახამიამ განაცხადა, რომ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება, შეხვედრების დროს კი აშშ-ის შესაბამის უწყებებს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლითაც ივანიშვილის და საქართველოს რუსეთთან კავშირი დასტურდება. რა თქმა უნდა, მან მტკიცებულებები ვერ წარადგინა (რადგან ის ბუნებაში არ არსებობს). ახლა პოდოლიაკს ალაპარაკებენ და სასაცილო მდგომარეობაში აგდებენ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. აღნიშნული ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ახარებს.

 

რაც შეეხება პოდოლიაკის ბოლო განცხადებას, მისი განცხადება მძიმე ბრალდებებს შეიცავს, რომელიც აუცილებელია ფაქტებით იყოს გამყარებული, პოდოლიაკმა ან კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროოს, ან ბოდიში მოიხადოს. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს ანდრი კასიანოვი, რომელსაც აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას გააკეთებს“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner