„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, - ნათქვამია კობახიძის სამძიმრის ტექსტში.