logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები
- +

13 ოქტომბერი. 2022. 19:06

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.

 

„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, - ნათქვამია კობახიძის სამძიმრის ტექსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner