logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს
- +

13 ოქტომბერი. 2022. 19:10

 

 

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

 

მისი თქმით, ყველა დამნაშავე ძალიან მალე დაისჯება:

 

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს, ღმერთო აშორე ყველას განსაცდელი. ნამდვილად არ მინდოდა არანაირი პოსტის გამოქვეყნება, არც პოლიტიკური კეკლუცობაა ჩემი სტილი, რასაც ვფიქრობ, ღიად ვუფიქსირებ ადრესატებს!!! როდესაც მთელი ერი გლოვობს და ქვეყანა პატარა ანგელოზის გარდაცვალებამ შეძრა, არსებობენ ხალხი, რომლებიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური ქულების მოხვეჭას! უსამშობლო ხალხი, საქართველოს მტრები!!! კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ანგელოზის გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ყველა დამნაშავე დაისჯება, ძალიან მალე“, - წერს სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner