logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა
- +

13 ოქტომბერი. 2022. 20:00

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი   ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

„ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner