logo_geo
eng_logo
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიზნების მიღწევა მოლაპარაკებების გზითაც შეიძლება
- +

14 ოქტომბერი. 2022. 00:24

 

 

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზნები უცვლელი დარჩა, თუმცა მათი მიღწევა მოლაპარაკებების გზითაც შეიძლება.

 

„მიმართულება არ შეცვლილა, სპეცოპერაცია გრძელდება, გრძელდება ჩვენი მიზნების მისაღწევად. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთთან უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს რუსეთის მიმართ „მტრული“ დამოკიდებულების გამო.

 

„დიალოგისთვის ორი მხარეა საჭირო. ვინაიდან დასავლეთი ახლა ძალიან მტრულ პოზიციას იკავებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი პერსპექტივა უახლოეს მომავალში გამოჩნდეს“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner