საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
„ძალიან ძნელია მოძებნო ნუგეშის სიტყვები , რომ გამოხატო ის ტკივილი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო დღეს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.გამოძიება დაწყებულია და იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდება გამომწვევი მიზეზი და უმკაცრესი რეაგირება იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.