logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ძნელია მოძებნო ნუგეშის სიტყვები, რომ გამოხატო ის ტკივილი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო დღეს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ
- +

14 ოქტომბერი. 2022. 00:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.

 

„ძალიან ძნელია მოძებნო ნუგეშის სიტყვები , რომ გამოხატო ის ტკივილი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო დღეს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.გამოძიება დაწყებულია და იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდება გამომწვევი მიზეზი და უმკაცრესი რეაგირება იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner