logo_geo
eng_logo
პატრიარქმა ვაკის პარკში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა
- +

14 ოქტომბერი. 2022. 01:59

 

 

„მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს - ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო“, - ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

 

„აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner