ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს, ორი ბავშვი „ეკო სერვისის" თანამშრომელმა, დევი მეზურნიშვილმა გადაარჩინა. სწორედ მან ამოიყვანა ორი მოზარდი შადრევნიდან. როგორც ცნობილია, ის ვაკის პარკში უფროსი მებაღეა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.