logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
- +

24 აგვისტო. 2016. 19:06



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანგელინო ალფანოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 

„სინანულს და მწუხარებას გამოვთქვამთ იტალიაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის გამო, რომელმაც 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ იტალიის მოსახლეობას, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს. გისურვებთ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ჩვენ მხარდაჭერას გიცხადებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ", - ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის წერილში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner