logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: უფლებას არ მოგცემთ, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი გადააყენოთ და გაანადგუროთ!
- +

14 ოქტომბერი. 2022. 13:39

 

 

„რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, უმანკო ბავშვი გაგვიფრინდა, მაგრამ ამ ადამიანს ვერ ჩაგაქოლინებთ!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არა, ამის უფლებას არ მოგცემთ!

 

რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, უმანკო ბავშვი გაგვიფრინდა, მაგრამ ამ ადამიანს ვერ ჩაგაქოლინებთ!

 

დიახ, ვერ ჩაგაქოლინებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვსურს... არა, ის უბრალოდ უდანაშაულოა!

 

ვის-ვის და, სწორედ კახა კალაძეს ვერ ასწავლის ვერავინ, რას ნიშნავს ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, გამოტირება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გლოვა!

 

ახლა არ მოვყვები, ვის რა ეხებოდა, ვინ რა არ გააკეთა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, არ ვარ ყოვლისმცოდნე ნათელმხილველი... თუმცა, დარწმუნებით ვიცი, ამ შემთხვევაში კომპრომისი არ იქნება - ყველა თავისას მიიღებს!

 

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, ეს იყოს განგებ გაჩალიჩებული საბოტაჟი... ჩვენ ძალიან ცხელ შემოდგომას გვპირდებოდნენ, მაგრამ გეგმა ჩაუვარდათ. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სადაც „ნაციონალები“ არიან, იქ ყოველთვის საშიში სიტუაციაა... აღარ ვამბობ, სადაც ეგენი არიან, იქვე სიკვდილია-მეთქი.

 

ვხედავთ, როგორ წამოავლო ქვებს ხელი ერთმა დაინტერესებულმა მხარემ და როგორ გაჩაღდა ჩაქოლვის კამპანია კალაძის წინააღმდეგ.

 

უკაცრავად!

 

ეგრე არ გამოვა, უფლებას არ მოგცემთ, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი გადააყენოთ, ჩამოწეროთ და გაანადგუროთ.

 

დრო იხელთეთ და გამოყენება გინდათ? მიგიხვდით მზაკვრობას!

 

ტრაგედიის დღესვე გინდოდათ ტემპერატურის აწევა და ამიტომაც გაცვივდით რუსთაველზე ყალბი ცრემლების ღვარღვარით? ამასაც მიგიხვდით!

 

ქართველი ხალხი ამ სიყალბეში არ და ვერ აგყვებათ!

 

ახლა რომ აამუშავებთ სიცრუის მანქანებს და ათასნაირ სისულელეს გაავრცელებთ, ესეც ვიცით, ამას დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება!

 

კახა კალაძე უნდა გადადგესო!

 

რატომ?

 

ვიღაცის შეცდომა ან საბოტაჟი მხოლოდ მის ტვირთად უნდა ვაქციოთ?!

 

არა, პირიქით, მან უნდა გააგრძელოს საქმიანობა გაათმაგებული ენერგიით, საერთოდ დაშალოს თბილისის მერია და ხელახლა ააწყოს - ვაღიაროთ, ბევრი მავნებელია იქ შეპარული!

 

ასე რომ... დაალაგეთ ქვები და დაბრუნდით სახლებში... არ გეუბნებით, წაეთრიეთ სახლებში-მეთქი. ასეთი ვირეშმაკობებით ვერც ცხელ შემოდგომას მოიყვანთ, ვერც რევოლუციას „მოახდენთ“!

 

თქვენი ჩასაქოლი კახა კალაძე ჯერ არ დაბადებულა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner