logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: გაჭირვებისას მოსისხლე მტრებიც ერთიანდებიან და დღეს რა გვჭირს, რა დროს პოლიტიკა და ვიწრო პარტიული ინტერესებია, მიტინგები ხომ საერთოდ
- +

14 ოქტომბერი. 2022. 13:51

 

 

„ნუთუ მარიტას ოჯახის მაინც არ რცხვენიათ გინდ აქეთ და გინდ იქით? დარწმუნებული ვარ, ყველა აგებს პასუხს, თან სწრაფად, კანონის მთელი სიმკაცრით. დაისჯება ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამ, მართლა გაუგონარ ტრაგედიაში“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

 

ექსპერტი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიტას მშობლებს, მეგობრებს და ახლობლებს.

 

„ის მდგომარეობა, რაც მე გუშინ მქონდა, არავის ვუსურვებ, ხმასაც ვერ ვიღებდი, რატომ ასეთი ანგელოზი? არც დღეს ვაპირებდი გამოხმაურებას ამ თემაზე, მაგრამ რასაც ვკითხულობ, დაჯერება არ მინდა. ჩვენი ბუნება კარგად ვიცი, გაჭირვებისას მოსისხლე მტრებიც ერთიანდებიან, აბა, დღეს რა გვჭირს, რა დროს პოლიტიკა და ვიწრო პარტიული ინტერესებია, მიტინგები ხომ საერთოდ, ნუთუ მარიტას ოჯახის მაინც არ რცხვენიათ გინდ აქეთ და გინდ იქით? დარწმუნებული ვარ, ყველა აგებს პასუხს, თან სწრაფად, კანონის მთელი სიმკაცრით. დაისჯება ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამ, მართლა გაუგონარ ტრაგედიაში. ვუსამძიმრებ მარიტას მშობლებს, მეგობრებს და ახლობლებს, ღმერთმა გააძლებინოთ“, - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner