logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ჩილეს წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
- +

14 ოქტომბერი. 2022. 19:09

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩილეს რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს კლაუდია მიქსს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, აგრეთვე, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე.

 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა ჩილეს რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფი და იმედი გამოთქვა, რომ ჩილეს პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი უახლოეს მომავალში შედგება.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩილეს რესპუბლიკის მხრიდან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner