logo_geo
eng_logo
მედვედევი: უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება გადაუდებელი აუცილებლობაა
- +

14 ოქტომბერი. 2022. 19:32

 

 

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ბრძოლის ველზე ეფექტურად მუშაობენ.

 

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების „გამოცდის“ პროცესი უნდა გააგრძელოს.

 

„უპილოტო საფრენი აპარატებმა დაამტკიცა მათი ეფექტურობა თანამედროვე კონფლიქტებში. მათი გამოყენება სპეცოპერაციის ზონაში გადაუდებელი აუცილებლობაა. რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ფართომასშტაბიანი წარმოება, ამიტომ მათი დამზადება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მედვედევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner