logo_geo
eng_logo
დღეს სვეტიცხოვლის ეზოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა“ - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე
- +

14 ოქტომბერი. 2022. 19:47

 

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სვეტიცხოველის ეზოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა:

 

„დღეს სვეტიცხოველის ეზოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა. ინციდენტი მოხდა, როდესაც ის პატრიარქის კელიისკენ ბარიერის გარღვევას ცდილობდა და ამის საშუალება არ მისცეს.

 

მანამდე „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, ტაძრის შიგა განაწესის დაცვაზე და პრესისთვის განკუთვნილ ზონაში ადგილის დაკავებაზე უარი განაცხადეს“, - წერს ჯაღმაიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner