logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო: ბირთვული არსენალით შეიარაღებული რუსეთი კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიოთ
- +

14 ოქტომბერი. 2022. 20:06

 

 

 

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ვინმე თავს დაესხმება. 

 

მისივე თქმით, ბირთვული არსენალის მქონე რუსეთი „კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიონ“.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ მიიმწყვდიოთ თქვენი თანამოსაუბრე და თუნდაც თქვენი ოპონენტი კუთხეში, ამიტომ არ უნდა გადალახოთ ეს საზღვრები - წითელი ხაზები, როგორც ამას რუსები ამბობენ.

 

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ნებისმიერი იარაღი რაღაც მიზნისთვის არის შექმნილი. რუსეთმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: თუ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner