logo_geo
eng_logo
თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა
- +

24 აგვისტო. 2016. 21:24



თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა.


საკრებულოს შესაბამისი განკარგულება, საკანომდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.


2006 წლის 28 იანვარს პოლიციელების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.


2015 წლის 22 დეკემბერს, პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner