logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: გერმანიაში მიღებული რეზოლუცია ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
- +

14 ოქტომბერი. 2022. 20:43

 

 

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ ოჯახს, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„სოციალ-დემოკრატების პარტიამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ასახულია აღნიშნული პარტიისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის არის გზავნილები ევროპის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. პარტია მიესალმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ვინაიდან მას მხარს უჭერს უჭერს ევროპელი სოციალისტების დიდი უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ ოჯახს, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) რეზოლუცია: მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner