logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ ილონ მასკი ომის ყველაზე კრიტიკული მომენტების გადატანაში დაგვეხმარა
- +

14 ოქტომბერი. 2022. 21:13

 

 

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ ილონ მასკი ომის ყველაზე კრიტიკული მომენტების გადატანაში დაგვეხმარა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

 

„ბიზნესს აქვს უფლება, საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის მუშაობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ველით, რომ კომპანია მოლაპარაკებების დასრულებამდე უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

 

მანამდე SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ს უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტ სერვისის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება არ შეუძლია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner