„მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ ილონ მასკი ომის ყველაზე კრიტიკული მომენტების გადატანაში დაგვეხმარა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
„ბიზნესს აქვს უფლება, საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის მუშაობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ველით, რომ კომპანია მოლაპარაკებების დასრულებამდე უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
მანამდე SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ს უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტ სერვისის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება არ შეუძლია.