logo_geo
eng_logo
ადვოკატი ნინო რობაქიძე გარდაიცვალა...
- +

24 აგვისტო. 2016. 21:37



ადვოკატი ნინო რობაქიძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ავრცელებდა.


რამდენიმე დღის წინ ნინო რობაქიძე ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც დაკარგა ფეხი.


პატივცემულო ადვოკატებო , ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ნინო რობაქიძე, რომელიც გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოჰყვა ავტოავარიაში. მისი მდგომარეობა არის მძიმე . ავტოავარიის შედეგად ნინო რობაქიძემ დაკარგა ფეხი, ოთხი დღეა რეანიმაციაში იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისელ ადვოკატებს რომლებიც სამი დღის განმავლობაში იღებდნენ სისხლს კოლეგის გადასარჩენად.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ჩვენს კოლეგას. ნინო რობაქიძეს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი 12 წლის ქალიშვილი და მოხუცი დედა.

საბანკო რეკვიზიტებია:სს"რესპუბლიკა ბანკი"

ანგარიშის #: GE80BR0000010858423322"- ავრცელებდა ზაზა ხატიაშვილი.






„პატივცემულო ადვოკატებო! გუშინ, სავადმყოფოში ადვოკატი ნინო რობაქიძე მოვინახულე, ძალიან მძიმედ იყო, გავიარე კონსულტაცია ექიმებთან , დღეს კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. დიდი მადლობა ყველა ადოკატს, რომელმაც დამირეკა და გამოთქვა მზადყოფნა სისხლის ჩაბარებაზე, ადვოკატებში დიდი ენთუზიაზმი სუფევდა, პარასკევს სისხლი უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ორგანიზმა ვეღარ გაუძლო...

 

ქუთაისიდან თბილისში ყოველდღე მორიგეობით დადიოდნენ ადვოკატები კოლეგის სანახავად , ასეთი ერთსულოვნება დასაფასებელი და მისაბაძია. უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო რობაქიძის სული..."- წერს ზაზა ხიატიაშვილი სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner