logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც გამოთქმულია საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე
- +

14 ოქტომბერი. 2022. 23:10

 

 

„მარტო ფოტიგები და კუბილიუსები არ არიან ევროპარლამენტში, არსებობენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებიც“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PES) მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შესახებ. როგორც ფოჩხუამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რეზოლუციის მნიშვნელობის საკითხზე.

 

„მარტო ფოტიგები და კუბილიუსები არ არიან ევროპარლამენტში, არსებობენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებიც. დღეს ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ (PES) საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც გამოთქმულია საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, დროის მოკლე მონაკვეთში ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის გვერდში დგომა და მათი მიმართვა ევროპარლამენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ამ რეზოლუციის მნიშვნელობას“, - წერს ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner