logo_geo
eng_logo
პორტუგალია უკრაინას საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებს გადასცემს
- +

14 ოქტომბერი. 2022. 23:25

 

 

პორტუგალია უკრაინას რუსული წარმოების 6 ვერტმფრენს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ელენა კარეირაშმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ „კამოვის“ ტიპის საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებს ექსპლუატაციის ლიცენზია ჩამოერთვათ, რის გამოც პორტუგალია მათ ვეღარ იყენებდა.

 

„უკრაინის თხოვნით და ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უკრაინის განკარგულებაში გადავცემთ „კამოვის“ ტიპის ვერტმფრენების ჩვენს პარკს, რომელთა ექსპლუატაციასაც ვეღარ ვახორციელებთ“, - აცხადებს ელენა კარეირაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner