სირიის ქალაქ რასტანში აღმოაჩინეს დიდი ძველი რომაული მოზაიკა, რომელზეც ანტიკური მითოლოგიის სცენებია გამოსახული. ამის შესახებ CBS News წერს.
არტეფაქტი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მეცნიერების თქმით, მოზაიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში სირიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
მოზაიკა დატანილია IV საუკუნის შენობის იატაკზე. შენობა ლიბანელმა ბიზნესმენებმა ამოისყიდეს და სირიის ხელისუფლებას გადასცეს. მოზაიკის ფართობი 120 კვადრატული მეტრია. გამოსახულება ძალიან დეტალიზებულია და მასზე დატანილია როგორც ძველი ბერძნული, ასევე ძველი რომაული მითოლოგიის სიუჟეტები.