1970 წლიდან გარეულ ცხოველთა პოპულაცია მსოფლიოში 69%-ით შემცირდა, ყოველწლიურად კი დედამიწაზე მათი რაოდენობა 2,5%-ით მცირდება. ამის შესახებ თავის ანგარიშში ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) წერს.
ამის მიზეზად ექსპერტები ტყეების განადგურებას, ოკეანეს დაბინძურებას და კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.
ყველზე მეტად ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ბინადრები დაზარალდნენ, სადაც 50 წლის განმავლობაში პოპულაციები 94%-ით შემცირდა.
ფონდი მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს, დედამიწის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროგრამებზე მეტი ფული გამოყონ.