logo_geo
eng_logo
WWF: ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში გარეული ცხოველების რაოდენობა 69%-ით შემცირდა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 00:37

 

 

1970 წლიდან გარეულ ცხოველთა პოპულაცია მსოფლიოში 69%-ით შემცირდა, ყოველწლიურად კი დედამიწაზე მათი რაოდენობა 2,5%-ით მცირდება. ამის შესახებ თავის ანგარიშში ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) წერს.

 

ამის მიზეზად ექსპერტები ტყეების განადგურებას, ოკეანეს დაბინძურებას და კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.

ყველზე მეტად ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ბინადრები დაზარალდნენ, სადაც 50 წლის განმავლობაში პოპულაციები 94%-ით შემცირდა.

 

ფონდი მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს, დედამიწის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროგრამებზე მეტი ფული გამოყონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner