რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა.
„ტიხონ ძიადკო და კირა იარმიში უცხო ქვეყნის აგენტების მოვალეობის შემსრულებელთა სიაში მოხვდნენ“, - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
„დოჟდის“ რედაქტორისა და ნავალნის პრესმდივნის „დაფინანსების წყაროდ“ უკრაინაა მოხსენიებული.