logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: პუტინის განცხადება, რომ ის არაფერს ნანობს და ომი მაინც უნდა მომხდარიყო, თვალთმაქცობაა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 01:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, პუტინის სიტყვები ფარისევლობაა.

 

„პუტინის განცხადება, რომ ის არაფერს ნანობს და ომი მაინც უნდა მომხდარიყო, არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, თვალთმაქცობა. შეგახსენებთ: უკრაინას არავისთვის შეუტევია, არც ნატოს, ეს იყო რუსეთი, რომელიც შეიჭრა უცხო ქვეყანაში და ქალაქებისა და ადამიანების ტერორი დაიწყო“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

 

შეგახსენებთ, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტი გარდაუვალი იყო.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner