logo_geo
eng_logo
გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი
- +

15 ოქტომბერი. 2022. 01:41

 

 

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბეატე ბარონმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5 მცურავ ტერმინალზე, რომლებსაც “დიდი ალბათობით” 1 კერძო პროექტიც დაემატება.

 

„პირველი ორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი ტერმინალის ამუშავება - ვილჰელმსჰაფენდა და ბრუნსბიუტელში - დაგეგმილია 2022-ის დასასრულს, 2023-ის დასაწყისში“, - განაცხადა ბარონმა.

 

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამინისტროს ცნობით, ხუთივე ტერმინალი ექსპლუატაციაში შევა არაუგვიანეს 2023/2024 წლების ზამთრისა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner