logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე ერიკ ნილს კროსზე: ასე ცდილობენ, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 11:45

 

 

„მთავარმა არხმა“ ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში, დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო... სინამდვილეში, ეს კაცი არის ნაცების მიერ დაქირავებული PR კონსულტანტი, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

 

მისი თქმით, ასე ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა.

 

„დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება. „მთავარმა არხმა“ ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში, დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო...

სინამდვილეში, ეს კაცი არის ნაცების მიერ დაქირავებული PR კონსულტანტი, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ფლობს უსაფრთხოების კომპანიას TRUSTCORP Ltd.

 

ასე ცდილობენ, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა...

 

პრინციპში, უკვე მრავალნაცადი და მრავალფიასკოგანცდილი ხრიკია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

https://www.facebook.com/1612640936/posts/pfbid02aXJGvEMcdQfNWXQrjchhq852zLX9U2SErAewrfzkiz9QCHSmhATJ7iUqc8UoCsn3l/?d=n

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner