logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგას ბართინის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს
- +

15 ოქტომბერი. 2022. 13:29

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგას, მუსტაფა შენთოფს მიმართავს და ბართინის პროვინციაში მაღაროში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner