ჟურნალისტი ირაკლი კორძაია წინა ხელისუფლების დროს გარდაცვლილ ირინა ენუქიძეს და ბუტა რობაქიძეს იხსენებს:
„ბუტას დაბადების და ირინა დეიდას (ენუქიძის) გარდაცვალების დღეა დღეს...
ირინას საფლავზე შევხვდით დიდი ხნის უნახავები - სხვადასხვა საქმიანობის, შეხედულებების, პოლიტიკური მრწამსის და დღეს უკვე საპირისპირო ფლანგებზე მყოფები. მაგრამ, განცდა იყო ძველებული, 2005-2012 წლებში რომ იყო ისეთი. თითქოს ახლო ნათესავები შევიკრიბეთ. ასეთ დროს ხვდები, რომ თანამებრძოლი მაინც სხვა სიყვარულით გიყვარს.
უცნაურია, ცოცხლები გვყოფენ - წასულები გვაერთიანებენ..."