logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ევროპის პოლიტიკური ძალები ევროპის მომავალზე მსჯელობენ, საქართველოს მომავალიც იგულისხმება
- +

15 ოქტომბერი. 2022. 19:35

 

 

ბერლინის კონგრესის ფარგლებში გაკეთდა საკმაოდ ძლიერი გზავნილები გაფართოებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბერლინში განაცხადა, სადაც ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესი გაიმართა.

 

„აღსანიშნავია გერმანიის კანცლერის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთებული ძალიან მტკიცე გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად, ევროკავშირის მომავალთან მიმართებაში. მან როდესაც ისაუბრა ევროკავშირზე ლისაბონიდან თბილისამდე, განსაზღვრა ასე ვთქვათ ევროკავშირის მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, როდესაც ევროპის პოლიტიკური ძალები მსჯელობენ ევროპის მომავალზე, ევროპის მომავალში იგულისხმება საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

 

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმიმხარდაჭერაზეც არის საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner