logo_geo
eng_logo
უკრაინის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 19:45

 

 

 

15 ოქტომბერს უკრაინული პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა.

 

 „მარცვლეულის დერეფნის“ ხელშეკრულების ფარგლებში ოდესისა და იუჟნის პორტები 7 გემმა დატოვა. უკრაინული აგროპროდუქცია აზიის და ევროპის ქვეყნებში გაიგზავნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

უკრაინული მარცვლეულით პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 7,5 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. უკრაინის პორტებიდან სულ 341 გემი გემი.

 

13 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაეროში გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია  მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, არ დაუშვან რუსეთის ფედერაციას შანტაჟის გაგრძელება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner