logo_geo
eng_logo
ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც დრონს უშვებდა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 19:59

 

 

 

ნორვეგიის ქალაქ ტრომსეს აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აკრძალვის მიუხედავად ჰაერში დრონს უშვებდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიხედვით, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და კომპანიებს ნორვეგიაში ნებისმიერი საფრენი აპარატის ექსპლუატაცია ეკრძალებათ. 51 წლის კაცს დრონი, ფოტოაპარატურა და მეხსიერების ბარათები ჩამოართვეს.

 

„ჩამორთმეულ მასალებში აღმოვაჩინეთ აეროპორტის და თავდაცვის ძალების ვერტმფრენის, Bell-ის ფოტოები“, - განაცხადეს ნორვეგიის პროკურატურაში. გამოძიებაში ნორვეგიის უშიშროების სამსახურიც ჩაერთო.

 

დაკავებულმა განუცხადა პოლიციას, რომ ის ნორვეგიაში რუსეთიდან სახმელეთო გზით შევიდა და შპიცბერგენის არქიპელაგზე მიდიოდა. ერთი კვირის განმავლობაში ნორვეგიაში რუსეთის უკვე მეორე მოქალაქე დააკავეს დრონების გაშვებისთვის.

 

ნორვეგიამ უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააძლიერა, რაც მისი გაზის ინფრასტრუქტურასთან უპილოტო საფრენი აპარატი იყო დაფიქსირებული და 26 სექტემბერს „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი დივერსიის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner