logo_geo
eng_logo
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ მიერ არ განხორციელებულა
- +

15 ოქტომბერი. 2022. 20:13

 

 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ მიერ არ განხორციელებულა.

 

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.

 

ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

 

გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია განცხადებშაში.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner