უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს.
კვარაცხელია ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. ის 10 ოქტომბერს დაიღუპა.
ქართველი მებრძოლი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, КИЇВСЬКА РУСЬ-ის წევრი იყო.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპანტების წინააღმდეგ 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.