logo_geo
eng_logo
მაიკლ კარპენტერი: ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება - ვფიქრობ, საბოლოოდ უკრაინა შეძლებს გამარჯვებას
- +

15 ოქტომბერი. 2022. 23:16

 

 

 

დღეს რუსული არმია ბევრად სუსტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ აკლია ზესახელმწიფოს არმიას ძირითადი ქვედანაყოფების ერთიანობა. აქ მორალური მხარეა მძიმე. ეს არის იმ საზოგადოების ნიშანი, რომელიც კორუფციამ გაანადგურა. რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერას, ის მართლაც ფენომენალურია, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, შვიდეულის ქვეყნებთან ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდრო კოორდინაციაშია .

 

„ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გავუწიოთ. ერთ-ერთი ასეთი კი, უკრაინისთვის თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემა იქნება, რათა გავაძლიეროთ ცის დაცვა, განსაკუთრებით ისეთი შემთხვევებისგან, რაც ბოლო რამდენიმე დღეში ვიხილეთ. ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ვფიქრობ, საბოლოოდ უკრაინა შეძლებს გამარჯვებას.

 

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, უსაფრთხოების რისკები აშკარაა, თქვენ ჩრდილოეთით გყავთ რევანშისტული, ნეოიმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც დღესაც საქართველოს 20%-ს იკავებს. ასე რომ, ვფიქრობ, რისკები აშკარაა რუსეთის სამხედრო ძალებიდან.

 

თქვენთან გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ საერთოდ ყველამ ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სანქციების თავის აცილების მექანიზმებს და ვცდილობთ, ხარვეზები გამოვასწოროთ. ვიცი, რომ საქართველოსთვის მძიმეა უფრო მძიმე სანქციების მიღება, რადგან რუსეთი საქართველოს მეზობელია და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ სტრატეგიულ სურათსაც უნდა შევხედოთ“, - განაცხადა კარპენტერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner