logo_geo
eng_logo
BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
- +

16 ოქტომბერი. 2022. 00:28

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

 

უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის მოქალაქეები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner