რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის მოქალაქეები.